„ლგბტ პროპაგანდამ იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ როგორც ფრანგული გამოცემა “Le Figaro” წერს, Gen Z-ის ყოველი მეხუთე წარმომადგენელი თავს ლგბტ წარმომადგენლად მიიჩნევს. მალე ეს რიცხვი, ალბათ, კიდევ გაიზრდება“

168

„ლგბტ თემის პროპაგანდამ იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ ვხედავთ, დღითიდღე პოპულარობის გარდა, თურმე, როგორც ფრანგული გამოცემა “Le Figaro” წერს, Gen Z-ის ყოველი მეხუთე წარმომადგენელი თავს ლგბტ წარმომადგენლად მიიჩნევს. მალე ეს რიცხვი, ალბათ, კიდევ გაიზრდება. საერთოდ, ვინმე წავა რიგითი რაიანის გადასარჩენად, იმისათვის, რომ დედას ცოცხალი მიუყვანონ? ცოტა ეჭვი მეპარება“, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, დღევანდელ ფილმებში “ერთი-ორი გეი თუ ლესბოსელი რომ არ გაურიონ”, თითქოს, სხვანაირად არ შეიძლება. ექსპერტის თქმით, ცალკე თემაა, ეს სპეციალურად კეთდება თუ მეტი ინტრიგისათვის.

“1998 წელს სტივენ სპილბერგმა გადაიღო შესანიშნავი ფილმი „რიგითი რაიანის გადასარჩენად” (Saving Private Ryan). ფილმი მეორე მსოფლიო ომის მოვლენებს ეხება: დედას (ამერიკელ დედას და არა “დანომრილ” მშობელს) ფრონტზე სამი ვაჟი დაეღუპება, მეოთხე კი საომარ მოქმედებებშია ჩართული. ამერიკული სახმელეთო ჯარების სარდლობა გადაწყვეტს, ერთადერთი შვილი ცოცხალი დაუბრუნოს მას, ამისათვის კი ერთ-ერთი ქვედანაყოფი მიიღებს დავალებას და… მთელ ფილმს ამ ერთ პოსტში ვერ მოვყვები, ეს ფილმი, უბრალოდ, უნდა ნახოთ.

მით უმეტეს, როცა ამერიკელი ვარსკვლავი მსახიობების ისეთი კოჰორტაა თავმოყრილი, როგორებიცაა: ტომას ჯეფრი ჰენქსი, მეთ დეიმონი, ედუარდ ბარნსი, ტომ საიზმორი, ვინ დიზელი, ბარი პაპერი, ჯოვანი რიბისი. ეს ფილმი ვაჟკაცობაზე, კაცობაზე, მეგობრობაზე, ძმურ ურთიერთობაზე, დედის მიმართ დამოკიდებულებაზე, მიტევებაზე, ჰუმანურობასა თუ სხვა მრავალ კეთილშობილურ თვისებაზეა. სამწუხაროდ, დღევანდელ ფილმებში ერთი-ორი გეი თუ ლესბოსელი რომ არ გაურიონ, თითქოს, სხვანაირად არ შეიძლება. ეს სპეციალურად კეთდება თუ მეტი ინტრიგისათვის, ეს ცალკე თემაა, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ სპილბერგს ამ შედევრის შესაქმნელად არც ერთი ლგბტ თემის წარმომადგენელი არ დასჭირვებია, ისე “დახვეტა” რამდენიმე ოსკარი.

P.S. ამერიკაში სწავლისას, სხვადასხვა დონის სტუმარ-სპიკერები გვიტარებდნენ ლექციებს. იმ პერიოდში ლგბტ თემის საკითხი უკვე აქტუალობას იძენდა. კითხვაზე: უნდა იმსახურონ თუ არა ჯარში ლგბტ თემის წარმომადგენლებმა? – ბრიტანელმა სამვარსკვლავიანმა გენერალმა (გენერალ-ლეიტენანტმა) ასეთი რამ გვითხრა: მთელი ცხოვრება ჩემს ჯარისკაცებს ვასწავლიდი, რომ მოწინააღმდეგე წინ არის და ყურადღებით იყვნენო, ამ შემთხვევაში კი, რა უნდა უთხრათ? რომ უკნიდანაც ელის გარკვეული საფრთხე? მგონი, ადვილი არ იქნება, ამიტომ თქვენ თვითონ გადაწყვიტეთო!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.