„ტყუილია ყველა მცდელობა, ლიბერალიზმი გადაითარგმნოს როგორც უფლებებში თავისუფლება. მივმართავ საელჩოებს, გაერო-ს დაფინანსებული UNDP-ის პროგრამის ხელმძღვანელებს: გვიპასუხეთ, რატომ აფინანსებთ ლგბტ პროპაგანდას საქართველოში?“

130

„სიბნელე და კანონზომიერების წინააღმდეგ მიმართული მუშაობაა მცდელობა, ოჯახი ტრადიციული ოჯახიდან მშობელი ნომერი ერთი და მშობელი ნომერი ორამდე დაიყვანონ. ეს უზნეობა აუცილებლად იქნება ატაცებული ქართული ფსევდოლიბერალური უმცირესობის მხრიდან, სწორედ ამიტომ, “ხალხის ძალამ” ეს მძიმე თემაც საკუთარ თავზე აიღო და დღეს თქვენ მოისმინეთ ბატონი გურამ მაჭარაშვილის ბრიფინგი და “ხალხის ძალის” გუნდის ღია პოზიცია, რომ ჩვენ ამ უზნეობის, ამ არაკანონზომიერების წინააღმდეგნი ვართ“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

„მსოფლიოში ცისარტყელას ფერებში შეფუთული ლგბტ პროპაგანდა ფერად ტერორად იქცა.
სამყაროს კანონზომიერების წინააღმდეგ ბრძოლაში იარაღი, სახელწოდებით ლიბერალიზმი პირდაპირ ჯანსაღი ფსიქიკის ბავშვებისა და ცივილიზებულ სამყაროში დამკვიდრებული ღირებულებების მომაკვდინებელ იარაღად იქცა.
დაკვეთაა, ამორალურობა, გარყვნილება ნორმად იქცეს; მიზანია, სქესისაგან თავისუფალ არსებებად გვაქციონ ისე, რომ ქალად ან კაცად დაბადება გარკვეულ უხერხულობას გვიქმნიდეს და სქესის დაბადების შემდგომ არჩევანის უფლებებში საკუთარი იდენტობა დავკარგოთ.

მსოფლიო ზღვარგადასულ ლიბერალიზმში იკარგება!
ეს უფლებების სახელით მოსიარულე სიბნელე ამერიკის შეერთებულ შტატებში იღებს სათავეს და ევროპაში ჰპოვებს გაგრძელებას. სიბნელე და კანონზომიერების წინააღმდეგ მიმართული მუშაობაა მცდელობა, ოჯახი ტრადიციული ოჯახიდან მშობელი ნომერი ერთი და მშობელი ნომერი ორამდე დაიყვანონ;
ახალდაბადებულ3ი ჩვილები, დედის რძის მაგივრად, მამაკაცის რძით გაზარდონ;
ამერიკულ დოკუმენტებში სქესის მითითება საერთოდ აკრძალონ და სხვ.
შეიძლება, ახლა ამას კითხულობთ და ფიქრობთ, რომ ეს უფლებრივი სიბნელე მხოლოდ ამერიკისა და ევროპის პრობლემაა და საქართველოსთან არავითარ შემხებლობაში არ არის, მაგრამ ცდებით.
ეს უზნეობა აუცილებლად იქნება ატაცებული ქართული ფსევდოლიბერალური უმცირესობის მხრიდან, ისინი ამ საკითხის ასე განვითარებას აქაც მოითხოვენ, უფრო მეტიც – რადიკალური პოლიტიკური ოპოზიცია და მასთან ასოცირებული “ენჯეოები” და მედიასაშუალებები ამ მძიმე თემების პროპაგანდას პირდაპირ დაივალებენ.
სწორედ ამიტომ, “ხალხის ძალამ” როგორც ყოველი საფრთხის მეხამრიდმა ძალამ, ეს მძიმე თემაც საკუთარ თავზე აიღო და დღეს თქვენ მოისმინეთ ბატონი გურამ მაჭარაშვილის ბრიფინგი და “ხალხის ძალის” გუნდის ღია პოზიცია, რომ ჩვენ ამ უზნეობის, ამ არაკანონზომიერების წინააღმდეგნი ვართ.
ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ არ დავუშვებთ ძალადობას ახალი თაობის ფსიქიკაზე; არ დავუშვებთ უფლებების სახელით
ამ სიბნელის პროპაგანდას.

ჩვენ ვართ საზოგადოება, რომლისთვისაც პირველადია ჩვენი სარწმუნოება, ტრადიციები და ღირებულებები, რომლებმაც დღემდე, სწორედ ამ ფორმით, ასე მოგვიყვანა.
ტყუილია ყველა შეფარვითი მცდელობა, ლიბერალიზმი გადაითარგმნოს როგორც უფლებებში თავისუფლება.
ნამდვილ ლიბერალიზმს აქვს თავისი ჩარჩოები და არაფერი აქვს საერთო მის დღევანდელ გაგებასთან.

მინაწერი: მივმართავ საქართველოში შვეიცარიის, ჰოლანდიის, ნორვეგიის
საელჩოებს, ასევე გაერო-ს დაფინანსებული UNDP-ის პროგრამის ხელმძღვანელებს: გთხოვთ, გვიპასუხეთ, რატომ აფინანსებთ ლგბტ პროპაგანდას საქართველოში? ქართულ საზოგადოებას, მის განწყობებს, ტრადიციებსა და ღირებულებებს პატივს არ სცემთ? თუ საქართველო კოლონია გგონიათ, რომელზეც საკუთარ დღის წესრიგს თავისუფლად არგებთ?
ასევე საინტერესოა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის – დანიგანის პოზიცია, – ის იზიარებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის პოზიციას (მან გამოსცა ბრძანება და თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორებიცაა: „დედა“ და „მამა“, „ვაჟიშვილი“ და „ქალიშვილი“, „ცოლი“ და „ქმარი“), თუ ემიჯნება მას და ქართველისა და ქართულის დამოკიდებულებას რწმენისა და ტრადიციებისადმი სრულად იზიარებს?!“ – წერს მეგრელიშვილი.