“არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც შეიქმნა, არსებობს პარტიებისმონიტორინგის სხვადასხვა მექანიზმი და ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შეხედონ, ხდება თუარა მაგალითად პარტიებისთვის ისეთი შემოწირულობა, რომელიც კანონმდებლობასთან არარის თავსებადი“, – განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისოსაზოგადოების (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ.
დოლიძემ უპასუხა შეკითხვას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული თანხებისპოლიტიკური პარტიების მიერ გამოყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ყველადემოკრატიულ სახელმწიფოში, სამოქალაქო ორგანიზაციები და პარტიები ქვეყნისსაუკეთესო ინტერესების შესაბამისად თანამშრომლობენ.
“თუ ასეთი ხდება [პარტიების კანონმდებლობასთან არათავსებადი გზით დაფინანსება], ამას ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა მიხედოს, ხოლო თუ უბრალოდ მოსაზრებებისგაზიარებაზეა საუბარი, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში სამოქალაქო ორგანიზაციებიდა პარტიები თანამშრომლობენ ქვეყნის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად“, – განაცხადადოლიძემ.


