ზურაბ ქადაგიძე: “ვეტინგის შედეგად უკრაინული და ალბანური სასამართლო აბსოლუტურად გასულია სამართლებრივი სივრციდან და ასე უნდოდათ საქართველოში, რასაც ხელი შეუშალა „ხალხის ძალის“ და პრინციპული პოლიტიკოსების მოქმედებებმა”

145

„ვეტინგის ამოქმედება მოხდა ალბანეთში, უკრაინაში და ასეთი ჩანაფიქრი იყო საქართველოს შემთხვევაში. ასე რომ, ოპოზიციას ნუ დავაბრალებთ, ოპოზიციას დაავალეს ეს ყველაფერი,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისასხალხის ძალისწევრმა ზურაბ ქადაგიძემ, როცა კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომ საქართველოში სასამართლო სისტემის სრულყოფისათვის საჭიროა ვეტინგის სისტემის ამოქმედება

მისივე თქმით, ვეტინგს შედეგად უკრაინის და ალბანეთის მართლმსაჯულება სამართლებრივი სივრციდანაა გასული

„ვეტინგის ძირითადი არსი არის ის, რომ უნდა შეიკრიბოს კოლეგია, რომელსაც წარმოადგენენ აქაური არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოელი და რამდენიმე ქართველი აქტორი, მაგრამ, აქ არის მთავარი მაგრამგადაწყვეტილებას იღებს კოლეგია იმ შემთხვევაში, თუ ამის მომხრეა მისი აბსოლუტური უმრავლესობა. ანუ, უცხოელი აქტორი, თუ გადაწყვეტს, რომ პირობითად, თამარი არ აკმაყოფილებს მათი გაგებით კვალიფიკაციას, ამ შემთხვევაში ის უნდა გაიდევნოს სასამართლოდან.

ვეტინგი არის სოროსის აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID-ის და აშშ საელჩოს კოორდინირებული პროექტი. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის, რომ ერთი ერთში მოხდა იგივე ალბანეთში, უკრაინაში. უკრაინული სასამართლო აბსოლუტურად გასულია უკრაინის სამართლებრივი სივრციდან და ასევეა ალბანეთში. ასე უნდოდათ საქართველოში და ამის მცდელობა ჰქონდათ შარშან, როდესაც იყო განსაკუთრებული ჩარევები და აშშ საელჩოს წარმომადგენელი ხელაღებით მოითხოვდა ზოგიერთი მოსამართლის უვადოდ დანიშვნას. ეს იყო პირველი ნაბიჯი, მას უნდა მოჰყოლოდა რაღაც დოკუმენტის შემუშავება და შემდეგ ამ ვეტინგის პროცესის დაწყება. ამას შეუშალეს მაშინ ხელიხალხის ძალამდა პრინციპულმა პოლიტიკოსებმა და წელს ვნახეთ ამ თემის შემობრუნებაროდესაც ვერ აკონტროლებენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რჩება ერთადერთი, გავლენა მოახდინონ სასამართლო ხელისუფლებაზე,” – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.