კითხვაზე, რამდენად წაართმევენ ნიკა მელია და ნიკა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველს, უგულავამ უპასუხა, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც ან ერთს, ან მეორეს მისცემს ხმას, მათი დიდი უმრავლესობა წინა არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი იყო.
„ნიკა მელია ბოლო 5 წელი თავმჯდომარე იყო და თან პოლიტიკური პროცესის შედეგად არჩეული. ბოლო არჩევნებიდან რომ ავიღოთ, ქალაქის მერობის კანდიდატები, ძირითადი უმრავლესობა, სამი-ოთხი, ვინც წარმატებული იყო, მათ პარტია დატოვეს. წინა არჩევნებზე წარმატებული კანდიდატი რომ წავა შენგან, ეს პარტიის პრობლემაა. გამოწვევები სხვადასხვაა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს პრობლემაა, მაგრამ 2 კვირის დიაპაზონში ორი ახალი პარტია რომ გაიხსნება, ორი ნიკასი, ორი ანზორის ძე და ორივე მეგრული გვარით, მარინე გიორგის ასული ფერაძესავით გამოვა. ისინიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მათ ექნებათ უფრო მეტად პრობლემა, რადგან „ნაცმოძრაობა“ არის დიდი პარტია და მას აქვს რეგენერირების უნარი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.


