„ISFED -ის მიერ არჩევნების შედეგების გაყალბება ვეღარ გაჭრის, ეს უკვე ნაცადი ხერხია მათთვის და ახლა სურთ, მთელი სასამართლო აჩუქონ უცხოეთს, ვინც ლობირებს მათ ანტიქართულ პოლიტიკას საქართველოში”, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
„ვეტინგის” მეთოდით საქართველოს მართლმსაჯულების სხვა ქვეყნისთვის გადაცემა, სულ მცირე, ქვეყნის მტრობაა. წარმოუდგენელია, რომ ეს არ ესმოდეთ ოპოზიციაში და მათ „ენჯეოებში“. სწორედაც რომ კარგად ესმით და იციან, ამიტომ ითხოვენ ქვეყნის სუვერენიტეტის მთავარი საყრდენის – სასამართლოს მართვის სადავეების უცხოელებისთვის გადაცემას.
არავის ეგონოს, რომ ოპოზიციასა და მის „ენჯეოებს“ ხალხის ბედი აწუხებდეთ, რომ ეგრეთ წოდებული რეფორმებით ვინმეს დაეხმარონ სამართლის პოვნაში. არა, მათ მხოლოდ არჩევნების ბედი და ხელისუფლების ხელში ჩაგდება აწუხებთ.
“ვეტინგის” პროექტი ქართული ოპოზიციისა და მათი „ენჯეოების“ ლუსტრაციაა. როგორ უნდა მტრობდე საკუთარ ქვეყანას, რომ შენი მართლმსაჯულება სხვას გადასცე სამართავად, ანუ სახელმწიფოს ჩუქნი სხვას”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.


