„ლგბტ პროპაგანდა სრულიად ახალ საფეხურზე გადავიდა. თუკი ვინმე კიდევ რჩებოდა საქართველოში თუ ჩვენი ქვეყნის გარეთ, ვინც ამას შეთქმულების თეორიასა და გამოგონილ საფრთხეს ეძახდა, რეალურად, ენტონი ბლინკენის საჯარო განკარგულებით ყველაფერი გაცხადდა და სრულიად ახალ საფეხურზე გადავიდა“, – განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ვგულისხმობ სახელმწიფო მდივნის განკარგულებას, რომელმაც სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს უბრძანა და გამოსცა განკარგულება, აღარ გამოიყენონ ისეთი „პრობლემური“ სიტყვები, როგორებიც არის: “დედა”, “მამა”, “ქალიშვილი”, “ვაჟიშვილი”, “ქალბატონებო და ბატონებო”, და მათი ჩანაცვლება მოსთხოვა გენდერულად ნეიტრალური სიტყვებით. ეს, რეალურად, არის ახალი საფეხური ლგბტ პროპაგანდისა. ეს ნიშნავს, რომ აღარ რჩება გარკვეული კორპორაციების, ამაში დაინტერესებული ცალკეული პირების თუ ორგანიზაციების საკითხად, – ეს არის აყვანილი სახელმწიფო პოლიტიკის რანგში.
როდესაც სახელმწიფო მდივანი გამოსცემს მსგავს განკარგულებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი საკითხი“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.


