„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (ე.წ. რუსული) კანონი აღარაა საჭირო, იმდენად უხეში გახდა მეხუთე კოლონის ანგარებიანი დესტრუქცია და მათი ინტენსიური მხილება“

238

ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებებს ეხმაურება, რომელიც საზღვარგარეთიდან ოპოზიციის დიდი ნაწილის დაფინანსებას ეხება.

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (ე.წ რუსული) კანონი აღარაა საჭირო, იმდენად უხეში გახდა მეხუთე კოლონის ანგარებიანი დესტრუქცია და მათი ინტენსიური მხილება. ქართველმა საზოგადოებამ მკაფიოდ დაინახა, თუ რას წარმოადგენენ ყველა განშტოების ოდენ ვერცხლისმოყვარე „ნაცრევანშისტები“.
თითქოს წარმოუდგენელია ამგვარი ანტისახელმწიფოებრივი სუბიექტების არსებობა, მაგრამ, სამწუხაროდ, მოღალატეები ყოველთვის გვყავდა და აწმყოშიც არიან”, – წერს გია აბაშიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.