შალვა პაპუაშვილი: „ფონდ „ჰერითიჯის“ 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში, მთავრობის კეთილსინდისიერების მაჩვენებლით, საქართველო პირველადაა ევროპის საუკეთესო ოცეულში და უსწრებს ევროკავშირის წევრ 11, ნატო-ს წევრ 13 და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას“

47

„საქართველომ კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერის პოზიცია ევროპაში. ფონდ “ჰერითიჯის” 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველომ კვლავ გაიუმჯობესა შედეგები და მთავრობის კეთილსინდისიერების მაჩვენებლით 38-ე ადგილი დაიკავა“, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

„ამ რეიტინგით საქართველო პირველადაა ევროპის საუკეთესო ოცეულში და უსწრებს ევროკავშირის წევრ 11, ნატო-ს წევრ 13 და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას.
შედარებისთვის, 2012 წელს საქართველო 69-ე ადგილზე იყო და ე.წ. რეპრესიული მმართველობის ზონას მიეკუთვნებოდა.
აღნიშნული რეიტინგი ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა ქრთამის, გამოძალვის, ნეპოტიზმის, მფარველობისა და გაფლანგვის სიმცირე“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.