ზაალ ანჯაფარიძე პატრიარქის შესახებ პრეზიდენტის განცხადებაზე: „ეს არის, როგორც მინიმუმ, შიდა საეკლესიო საქმეებში უხეშად ჩარევა და სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონკორდატის პირდაპირი დარღვევა“

145

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე კათალიკოს-პატრიარქის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„როგორც მართლმადიდებელ მრევლს მიმაჩნია, რომ საპატრიარქომ რეაგირება უნდა მოახდინოს პრეზიდენტად წოდებულის ამ მორიგ მავნებლურ განცხადებაზე. ეს არის, როგორც მინიმუმ, შიდა საეკლესიო საქმეებში უხეშად ჩარევა და პირდაპირი დარღვევა სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონკორდატის“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.