ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის მიერ გასული 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ექსპერტის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და დავით კეზერაშვილი, “ერთმანეთს ასწრებენ” ლობისტური კომპანიების მოქრთამვას, რაც საქართველოში რუსულად შერაცხილმა FARA-ს კანონმა გამოავლინა.
“ნახეთ, სად ხარჯავს ქართველი ხალხისთვის და ქართული ჯარისთვის წაგლეჯილ, მოპარულ ფულს ავაზაკი კეზერაშვილი და მისი ხროვა!
ნახეთ, სად წავიდა ამ უშუბლძარღვოთა მიერ მოპარული 420 ათასი $!
ნახეთ, როგორ ასწრებენ ერთმანეთს ლობისტური ფირმების მოქრთამვას სააკაშვილის ოჯახი და ქურდბაცაცა ყოფილი თავდაცვის მინისტრი “კეზერა”!
ეს ფაქტობრივი დანაშაული სწორედ აქაური მუქთამჭამებლების მიერ ვითომდაც “რუსულად” შერაცხილმა, სინამდვილეში კი, ამერიკულმა FARA- ს კანონმა გამოამზეურა!
ამიტომაც აუცილებელია საქართველოში ანალოგიური FARA-ს კანონის მიღება, რათა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან – კრემლიდან, ტაივანიდან, მანჯურიიდან, აშშ-დან, ბრიუსელიდან, პარიზიდან, ლონდონიდან, სომალიდან…
ჩვენში ე.წ. უსამშობლო პარტიების, “ენჯეოებისა” და ფიზიკური პირებისათვის გადმორიცხული და აქედან მათ მიერ გადარიცხული თანხები გახდეს საჯარო და გამჭვირვალე!” – წერს გვენეტაძე.


