„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი FARA-ზე ტელეკომპანია „ფორმულას“ დაქირავებული ლობისტური კომპანიის ექვსთვიანი საქმიანობის ანგარიშის გამოქვეყნებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
აღნიშნული დოკუმენტებით ირკვევა, რომ „კორნერსტოუნის“ ჯგუფი, რომელმაც ტელეკომპანია „ფორმულასთან“ კონტრაქტი 2023 წლის მაისში გააფორმა, აქტიურად ცდილობდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდებას.
„ტელეკომპანია “ფორმულა” რომ პოლიტიკური მოთამაშეა, პარტიული ინტერესების გამტარი სუსტი, მაგრამ მაინც – მედიაძალაა, ამაზე აღარავინ კამათობს. ეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის – “Cornerstone Government Affairs-ის” (სექტემბერი 2023 – თებერვალი 2024) განხორციელებული საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციითაც დადასტურდა.
დოკუმენტებით ირკვევა, რომ „კორნერსტოუნის“ ჯგუფი, რომელმაც ტელეკომპანია “ფორმულასთან“ კონტრაქტი 2023 წლის მაისში გააფორმა, აქტიურად ცდილობდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდებას.
“ფორმულას“ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ჯეიმსთაუნის ფონდის, ბრუკინგსის, ჰადსონის ინსტიტუტის, მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან. სავარაუდოდ, ტელეკომპანია „ფორმულას“ წარმომადგენლებმა მიკერძოებული გზავნილები გააჟღერეს სენატისა და კონგრესის თანამშრომლებთან.
აღნიშნულ მომსახურებაში ლობისტური ჯგუფი, ჯამში, დაახლოებით, ნახევარ მილიონ დოლარს იღებს ($420,000). ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ 420,000 დოლარად გაიყიდა ქართული სახელმწიფოს მთავარი ინტერესები, კერძოდ, პოლიტიკური სტაბილურობა და ქვეყანაში მშვიდობა.
ფაქტია, ტელეკომპანია “ფორმულა” მოქმედებს დესტრუქციული მიზნებით და ეს მიზანმიმართული ქცევა ყოველ ჯერზე ეწინააღმდეგება ქართულ ინტერესებს”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.


