დავით ქართველიშვილი: “ჭიჭე” ვაშაძის აქციიდან საზეიმოდ გაგდების შემდეგ ერთი წელი სრულდება. ამ სამახსოვრო აქტის აღსანიშნად რუსთაველზე იკრიბება ხალხი?”

118

„კვირას, 10 მარტს სრულდება ზუსტად ერთი წელი მას შემდეგ, რაც შარშანდელი აქციიდან საზეიმოდ გააგდეს “ჭიჭე” ვაშაძე უცხო ენაზე შეძახილის („იდი ნა** შენ“) თანხლებით“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ირონიულად დასძენს, რომ ამ თარიღის აღსანიშნად ხალხი რუსთაველზე ისევ უნდა შეიკრიბოს.

„ამ სამახსოვრო აქტის მოგონება/აღსანიშნად რუსთაველზე იკრიბება ხალხი? რომელ საათზე?“ – წერს დავით ქართველიშვილი.