„სალომე ზურაბიშვილი დაუპირისპირდა ყველას და ყველაფერს ვისაც კი შეიძლებოდა დაპირისპირებოდა. დაწყებული საქართველოს პარლამენტიდან, საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი, სხვა ინსტიტუტები, საპატრიარქო – ყველას, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი კლონების გარდა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის არსებულ პოლიტიკურ ალიანსზე ისაუბრა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით, რომ შეენარჩუნებინათ სალომე ზურაბიშვილი იმ თანამდებობაზე, რათა შეერყია ქართული სახელმწიფოებრიობა, რა თქმა უნდა, პარლამენტს იმპიჩმენტი უნდა გამოეცხადებინა. უბედურებაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირ რყევას ხელს უწყობს. ამიტომ ერთადერთი, ვისთანაც მას აქვს ურთიერთობა, ეს გახლავთ რადიკალური ოპოზიცია და ეს არის არა მხოლოდ ურთიერთობა, არამედ ეს არის სწორედ პოლიტიკური ალიანსი, და მან ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ერთ აბზაცში უარყოფს, რომ თითქოს, პოლიტიკაში არ არის ან არ უნდა, და მეორე აბზაცში, იქვე ამბობს, რომ არათუ უნდა და ისწრაფვის, ის „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგაც კი ყოფილა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


