„სულ რომ არ გამოჩენილიყო, მას იმხელა ავტორიტეტი აქვს, რომ ქვეყნის უმრავლესობა მაინც “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას“, – ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის – მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი არის უდიდესი დამატებითი სტიმული „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის.
„ვერაფრით ერევიან: ვერც ბიზნესით, ვერც ქველმოქმედებით, ვერც ფულით და ვერც ავტორიტეტით, ამიტომ არის, რომ უკვე გიჟებს ჰგვანან.
მისი გამოჩენა კი უდიდესი სტიმულია ამომრჩევლისთვის, რაც იმის ნიშანია, რომ 26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი და მისი დაფუძნებული პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს“, – წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.


