ლევან ნიკოლეიშვილი: “ოპოზიციის, მათი ტელევიზიებისა და არასამთავრობოების ზოგიერთ წარმომადგენელს რომ ჰკითხო, ქართული ტრადიციული ოჯახიდან არიან, მაგრამ ლგბტ პროპაგანდას არ ეწინააღმდეგებიან”

98

“ოპოზიციის, მათი ტელევიზიებისა და არასამთავრობოების ზოგიერთ წარმომადგენელს რომ ჰკითხო, ქართული ტრადიციული ოჯახის წარმომადგენლები არიან, როგორც მინიმუმ, დედაც ჰყავთ (ან ჰყავდათ) და მამაც, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ლგბტ პროპაგანდასაც არ ეწინააღმდეგებიან”, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

“მარტივი მიზეზი კი არა, მიზეზები არსებობს: ნაწილს უცხოელი პატრონების ეშინია, – მარტო დატუქსვას ვინ ჩივის, გრანტებსაც დაკარგავენ. აქეთ – ქართველი ხალხის ფაქტორი, – იციან, რომ რაც ჩვენთან მიუღებელია – მიუღებელია. ამას ემატება ის, რომ ზოგიერთი მათგანი თვითონაც ლგბტ ცხოვრების მიმდევარია, მაგრამ ამას საჯაროდ ცოცხალი თავით არ აღიარებს, რცხვენია, არადა, რა ცხოვრებითაც უნდათ, იცხოვრონ – ეს მათი არჩევანია, არც არავინ უშლის და არც ემტერება, უფრო მეტიც – ვისაც უნდა, ოჯახებში ჰყავდეთ რძლებად თუ სიძეებად ლგბტ თემის წარმომადგენლები, რა პრობლემაა, მაგრამ პროპაგანდა დაივიწყონ”, – წერს ნიკოლეიშვილი.