„დარიალის” სასაზღვრო–გამშვები პუნქტზე გაჩერებულ უკრაინის მოქალაქეების ბედზე წერსსოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აცხადებს, რომრუსეთიდან სხვადასხვა მძიმე მუხლებით მსჯავრდადებული დეპორტირებული უკრაინისმოქალაქეები უკვე რამდენიმე თვეა ელოდებიან მათი იდენტიფიცირებისათვის საჭიროდოკუმენტებს საკონსულოდან.
საკონსულო კი, ქართველიშვილის თქმით, უკვე მერამდენე თვეა ვერ (თუ არ?) ახერხებსინფორმაციის მოძიებას.
„საკუთარი „საელჩოს” მძევალ ამ უკრაინელებს არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათქართველი მესაზღვრეების მიმართ, პირიქით, მხოლოდ მადლიერების გრძნობა. რუსეთმამოახდინა წარსულში სხვადასხვა მძიმე მუხლებით მსჯავრდადებული უკრაინის ამრამდენიმე მოქალაქის საქართველოში (რატომღაც?) დეპორტირება.
მათ არ გააჩნიათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ქართული მხარეიძულებულია ამყოფოს ისინი „დარიალის” სასაზღვრო–გამშვები პუნქტის დროებითიმოთავსების ნახევრად სარდაფის ტიპის ნაგებობაში. მესაზღვრეებმა გადასცეს მათსაპირფარეშოს გასაღები, რომლითაც მხოლოდ უკრაინელები სარგებლობენ, თუმცა შხაპიმანდ არ არსებობს. არ არის არც მაღაზიები, რის გამო მათ სურსათის ყიდვის საშუალება არგააჩნიათ და იკვებებიან თბილისიდან ქართველი ვოლონტიორების მიერ ჩატანილისაჭმლით. ყოველდღიურად, მესაზღვრეების ბადრაგირებით, ახერხებენ სუფთა ჰაერზესეირნობას. ქართველებს მხოლოდ მადლობას უხდიან, საკუთარი ქვეყნის საელჩოსსაკონსულო სამსახურისაგან განსხვავებით.
ამ უბედური თანამემამულეების იდენტიფიცირებას, საკონსულო უკვე მერამდენე თვეა ვერ(თუ არ?) ახერხებს. როგორც ჩანს, მას აქ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ამოცანები აქვსშესასრულებელი – ალბათ იმავე საზღვარზე „შავი ხვრელების” ძებნით არის დაკავებული. ხოლო ამ “შავ ხვრელებში” საკუთარ გაჩხერილ მოქალაქეებს გაუგებარი პრინციპულობით არიმჩნევენ.
ჰო…ნუ ცდილობთ ამ თემის გაშუქების ძიებას „ოფშორმედიებში” ან უკრაინის საელჩოსთანნაცსექტის საპროტესტო აქციებში. ნუ ვეძებთ ბნელ ოთახში იქ არარსებულ შავ კატას…” – წერს დავით ქართველიშვილი.


