მამუკა მდინარაძე “ვეტინგის” შესახებ: „საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღება ქართველების მიერ – ეს არის პრინციპი, რომელიც არ გადაიხედება”

92

“საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღება ქართველების მიერ – ეს არის პრინციპი, რომელიც არ გადაიხედება”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ “ვეტინგზე საუბრისას”.

„როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ სადაც ეს პრინციპი დანერგეს, ის ქვეყნები სასამართლოსთან დაკავშირებულ ყველა მსოფლიო რეიტინგში რამდენიმე ათეული ქულით უკან არიან, ბუნებრივია, იმ ქვეყნებისთვის მიბაძვას არ ვაპირებთ, რომლებმაც უკან დაიხიეს ასეთი რეფორმების კეთებით.

შესაბამისად, თუკი ამას ემატება ის ეროვნული ამოცანა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით არასდროს უნდა მიიღონ და ასეთი გადაწყვეტილება ყოველთვის მიიღოს საქართველოს მოქალაქემ, მაშინ გასაგებია, რატომ არ ვეთანხმებით ვეტინგს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.