“მადლობა საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებით – პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც სწორედ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება – მიმართა შესაბამის სახელმწიფოებს, რომ სამართლიანობის აღდგენის პრინციპის შესაბამისად, ასევე, პარტნიორული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ნება იბოძონ და როგორც ჩვენ არაერთხელ გადავეცით სხვა სახელმწიფოებს მათ მიერ დამნაშავედ გამოცხადებული პირები, საქართველოს მართლმსაჯულების მიერ დამნაშავედ გამოცხადებული პირი [და პირები] გადმოსცენ საქართველოს”, – განაცხადა მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა.


