“ის, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით ბევრი რამ გამოსაძიებელია, ისედაც გასაგებია, თუნდაც იმიტომ, რომ ვერავინ შეძლოს თავისი პოლიტიკური ზრახვებისთვის ქვეყნის ინტერესებით მანიპულირება”, – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “ხალხის ძალის” განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ “2008 წელს ჩადენილი უმძიმესი დანაშაული “ნაციონალურ მოძრაობას” თავად აქვს აღიარებული ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, სადაც ჩაიწერა, რომ 2008 წლის აგვისტოში „სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები“ ქართული მხარის მიერ „ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვით“ დაიწყო, რასაც „რუსეთის საპასუხო შეტევა“ მოჰყვა.”
“რაც შეეხება იმას, რომ ევრორეზოლუციაში ჩვენი სახელმწიფოს საწინააღმდეგო წინადადებები ჩაიწერა და მისი ავტორები დღესაც თავისუფლად “დანავარდობენ”, სამართლებრივ ლაფსუსად მიმაჩნია, რომლის გამოსწორებაც ნამდვილად მიზანშეწონილია”, – წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


