„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ამავე საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებისა და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ თავის დროზე გაკეთებული საჯარო განცხადებებით 2008 წლის ომის დაწყებაში მაშინდელი ხელისუფლების ბრალეულობა იკვეთება.
„რასაც ვაკვირდებით, უცხოური ძალები, გლობალური ომის პარტია არ ისვენებს და დროდადრო აანონსებს პატიმარ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს. 2008 წლის ომში პატიმარი სააკაშვილი იყო აღმასრულებელი გლობალური ომის პარტიის გადაწყვეტილების, რამაც უზრუნველყო ომის პროვოცირება და ამის საჯარო მტკიცებულებებიც არსებობს – მაილსის, სარკოზის, აქაური ხელისუფლების მაშინდელი წარმომადგენლების განცხადებები და, ბოლოს და ბოლოს, რეზოლუცია, სადაც “ნაცმოძრაობამ” პირდაპირ, ხელმოწერით აღიარა, რომ თურმე, საქართველომ დაბომბა ცხინვალი, რასაც მოჰყვა რუსეთის შესაბამისი რეაქცია.
თუ გლობალური ომის პარტია კიდევ არ მოისვენებს და ზურაბიშვილს შეაწყალებინებს პატიმარ სააკაშვილს, ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს არის უცხოური ძალების მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ პირდაპირი ცეცხლის გახსნა”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.


