გია აბაშიძე: “არ ისვენებს გლობალური ომის პარტია. მუდმივი არეულობა სურთ საქართველოში, რომ სუვერენული ქვეყნის მართვა გაუადვილდეთ”

112

2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენების გამოძიების დაწყების აუცილებლობასთან დაკავშირებით ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ხალხის ძალის” მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

“არ ისვენებს გლობალური ომის პარტია. მუდმივი არეულობა სურთ საქართველოში, რომ სუვერენული ქვეყნის მართვა გაუადვილდეთ. მოღალატე სააკაშვილმა გარედან დავალებით დაიწყო აგვისტოს ომი და მეტად დაგვაშორა აფხაზ და ოს თანამემამულეებს. თუმცა, საქართველო იქნება ერთიანი და ძლიერი.
თუ ფორმალურმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რომელიც ფარისევლურად “ქადაგებს” დეპოლარიზაციაზე, ავაზაკი სააკაშვილი შეიწყალა, ეს იქნება საქართველოს ღალატი. სათქმელი პირდაპირ უნდა ითქვას!” – აღნიშნავს აბაშიძე.

როგორც “ხალხის ძალის” განცხადებაშია ნათქვამი, “ზურაბიშვილმა სააკაშვილი მხოლოდ იმავე ძალის დავალებით შეიძლება შეიწყალოს, რომელმაც 2008 წელს სააკაშვილს ომის დაწყება დაავალა”.