შალვა პაპუაშვილი: “საქართველო ადამიანური განვითარების ინდექსში უკვე მესამე წელია, ზედიზედ ინარჩუნებს შეფასებას – “ადამიანური განვითარების ძალიან მაღალი დონე”.

84

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ადამიანური განვითარების ინდექსში საქართველოს დადებით შეფასებას “ფეისბუკის” გვერდზე ეხმიანება.

“საქართველო განაგრძობს ადამიანური განვითარების ინდექსში აღმავალი ტრაექტორიით სვლას და უკვე მესამე წელია, ზედიზედ ინარჩუნებს შეფასებას – “ადამიანური განვითარების ძალიან მაღალი დონე”.

მსოფლიო მასშტაბით მე-60 ადგილით, საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის 1 წევრსა და 6 კანდიდატ ქვეყანას. საქართველოს მდგრადი პროგრესი ასახავს ეკონომიკურ, სოციალურ და არჩევანის თავისუფლების მიმართულებით ძალისხმევას.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველო 71-ე ადგილს იყო ჩამოცდენილი. მას შემდეგ, ჩვენმა ქვეყანამ დიდი ნაბიჯები გადადგა წინ და ადამიანური განვითარების ინდექსში 11 საფეხურით დაწინაურდა. საყურადღებოა, რომ საქართველო ერთადერთია კავკასიაში “ადამიანური განვითარების ძალიან მაღალი დონით”, – წერს პაპუაშვილი.