გია აბაშიძე: “რევანშისტებს კონვულსიების ახალი სტადია დაეწყებათ – ფსევდოლიბერალური პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის ინიცირება და “ვეტინგზე” მტკიცე უარი”

182

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, უმრავლესობის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის ინიცირებას და “ვეტინგის” თემის დახურვას, სოციალურ ქსელში აფასებს.

“მიმდინარე კვირიდან ფსევდოებსა და რევანშისტებს კონვულსიების ახალი სტადია დაეწყებათ – ფსევდოლიბერალური პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის ინიცირება და “ვეტინგზე” მტკიცე უარი.

რასაკვირველია, იქნება ნაცმარგინალთა უშინაარსო კაკაფონია, თუმცა უსამშობლო გრანტისტების უარგუმენტო “პროტესტი” საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას არ აინტერესებს”, – წერს გია აბაშიძე.