ექსპერტი ირაკლი ლატარია პარტია „ახლის” დამფუძნებლის – ნიკა გვარამიას „ფეისბუკის“ სტატუსს ეხმაურება, საიდანაც ირკვევა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.
„ძალიან მაინტერესებს, სად არიან ახლა ის ევროპარლამენტარები, გვარამია პოლიტპატიმრად რომ შერაცხეს; ან ის ,,ენჯეოშნიკები” რას იტყვიან ახლა, რომლებისთვისაც გვარამია უდანაშაულობის მაგალითი და ნაწამები ანგელოზი იყო; და ბოლოს, ძალიან მაინტერესებს, სალომე ზურაბიშვილი რას გვიპასუხებს კრიმინალის შეწყალებაზე. ახლა მაინც ხომ ზუსტად ვიცით, რომ ზურაბიშვილი “ნაცების” დავალების შემსრულებლად გადაიქცა.
და ბოლოს: სტრასბურგის სასამართლოს მადლობა, მაგრამ, ამავე დროს, მე პირადად, ველოდები ბოდიშს სწორედ იმ ხალხისგან, ვინც ზემოთ ვახსენე….“ – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ლატარია.


