ლევან ნიკოლეიშვილი: „თავის დროზე, გვარამიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამო, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე რადიკალებმა და მათმა მხარდამჭერმა კელი დეგნანმა ლამის დასავლური ცივილიზაციის მტრად გამოიყვანეს და ტრენინგიდანაც მოხსნეს“

110

„ახლა მავნებელ რადიკალებს რომ ჰკითხო, სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლო რუსულია. მით უმეტეს, როცა სტრასბურგმა ძალიან მოუხშირა “ნაციონალებისთვის” არასასურველ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს. ვინმემ არ მითხრათ, რომ ნიკა გვარამია „ახალს“ წარმოადგენსო, ყველამ ხომ ვიცით, რომ გაქანებული „ნაციონალია“, ჰოდა, ამ, გნებავთ, „ახალს“ და გნებავთ – ძველს სტრასბურგის სასამართლომ ცელი გამოუსვა და მისი სარჩელი განხილვაშიც არ მიიღო!“ – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

„არადა, თავის დროზე, მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამო, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე რადიკალებმა და მათმა მხარდამჭერმა კელი დეგნანმა ლამის დასავლური ცივილიზაციის მტრად გამოიყვანეს და ტრენინგიდანაც მოხსნეს. როგორც ჩანს, ბატონ ლაშა ჩხიკვაძის მიმართ ბოდიში ძალიან ბევრს აქვს მოსახდელი. მგონი, არავის უკვირს, დე ფაქტო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მის პატრონების დავალებით, ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური წევრი რომ გახდა და უკვე დიდი ხანია, მხოლოდ მათ სასარგებლოდ მოქმედებს ან ლაპარაკობს. დღეს კი სტრასბურგის ევროპულმა (!) სასამართლომ ზურაბიშვილი ამხილა როგორც კრიმინალ გვარამიას შემწყნარებელი და თანამოაზრე!“ – აღნიშნავს ნიკოლეიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.