ლევან ნიკოლეიშვილი: “მაინტერესებს, იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად, საქართველოში გამოაგზავნა”

111

„შეიძლება, ყველაზე მეტად არა, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად, საქართველოში გამოაგზავნა!” – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

“როგორც მახსოვს, გარდა იმისა, რომ საავადმყოფოში დედისა და უამრავი მნახველის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ დამნაშავეზე გვითხრეს, – რამდენიმე უკურნებელი სენი აწუხებს და წამების მსხვერპლიც არისო, ისიც გვითხრეს, რომ მისი სიცოცხლეც ბეწვზე ეკიდა. ლოგიკურად ჩნდება კითხვა: მართლაც ასეთ სასწაულებს ახდენენ კლინიკა “ვივამედში” (რომლის ექიმების პროფესიონალიზმში მე, პირადად, ეჭვიც არ მეპარება), თუ, საერთაშორისო თაღლითობასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ბოროტმოქმედებასთანაც გვქონდა საქმე?!“ – აღნიშნავს ნიკოლეიშვილი.