მამუკა მდინარაძე: “დასავლეთი ჩვენი მეგობარია და არა უფროსი. ეს უნდა შევიგნოთ. და რაც დამოუკიდებლობასთან არის დაკავშირებული, რუსული კი არ არის, არის ქართული თავმოყვარეობიდან გამომდინარე”

103

„მონური დამოკიდებულება უნდა მოვიშოროთ. ევროპელები, ზოგადად, დასავლეთი ჩვენი მეგობარია და არა უფროსი. ეს უნდა შევიგნოთ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკამ მდინარაძემ.

„ეროვნული თავმოყვარეობა უნდა მივიყვანოთ იქამდე, რომ შევიგნოთ: ყველაფერი, რაც დამოუკიდებლობასთან არის დაკავშირებული, როგორც ესენი ამბობენ, რუსული კი არ არის, არის ქართული თავმოყვარეობიდან გამომდინარე. და როდესაც მათ რამე გაუჭირდებათ და მაშინვე გარეთ რეკავენ, ეს არის მონური, საბჭოთა სტილის დამოკიდებულება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.