ედიშერ გვენეტაძე „გამჭვირვალობის კანონის“ ირგვლივ დაწყებული დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ: “სინამდვილე არ აწყობთ მეხუთე კოლონის წარმომადგენლებს – იმიტომ, რომ საქართველოს მიმართ მათი მოღალატეობრივი ქმედებები გამჭვირვალე გახდება”

117

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლების მხრიდან „გამჭვირვალობის კანონის“ ირგვლივ დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„სინამდვილე ეს არის, რომელიც არ აწყობთ შარლატან-ექსპერტებს და მეხუთე კოლონის წარმომადგენლებს! რატომ? იმიტომ, რომ ღია და საყოველთაოდ გამჭვირვალე გახდება მათი მოღალატეობრივი ქმედებები საქართველოს მიმართ, რათა ფული იშოვონ!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე “ფეისბუკის” გვერდზე.