სალომე ქურასბედიანი: “დეზინფორმაციის ტალღა, რომლის სამიზნეც ჩვენი საზოგადოებაა, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ გამჭვირვალობა კონკრეტული სუბიექტებისთვის არა ევროპული სტანდარტი, არამედ საფრთხეა”

169

დეზინფორმაციის ის ტალღა, რომლის სამიზნეც ახლა ჩვენი საზოგადოებაა, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ გამჭვირვალობა კონკრეტული სუბიექტებისთვის არა ევროპული სტანდარტი, არამედ, უბრალოდ, საფრთხეა“, – წერსფეისბუკისგვერდზე  უმრავლესობის წევრი სალომე ქურასბედიანი.

მე, ამ დრომდე, მიუხედავად დიდი სურვილისა და ინტერესისა, მართლა, ვერც წავიკითხე, ვერც მოვისმინე კონკრეტული არგუმენტი თუ რატომ არის კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ერთადერთ მოთხოვნას, დეკლარაციის შევსებას ითვალისწინებს, რუსული?

,,რუსულია და მორჩა“, ,,პარტნიორები გვეუბნებიან“- ამაზე ,,წონადიარ ჟღერდება, ჯერჯერობით, არაფერი.

არადა, გაუგებარია, ის, რაზეც გვიმტკიცებენ, რომ ,,ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას”, ,,გვაშორებს ცივილიზებულ სამყაროსდა, ფაქტობრივად, ,,გამოქვაბულში გვაბრუნებს”, როგორ არის იმდენად აბსტრაქტული, რომ კონკრეტული არგუმენტის/ციტატის მოყვანა, რომელიც დაადასტურებდა მის ამ უკიდურეს მავნებლობას, შეუძლებელია.

ანალოგიური (უფრო მკაცრიც) კანონი მოქმედებსაშშში, კანადაში, ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში. ამჟამად ინიციირებულიაევროკავშირში, საფრანგეთსა და სლოვაკეთში.

რა თქმა უნდა, ამ ქვეყნების სია გაფართოვდება.

კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა ითქვას: კანონპროექტი არ ეხება არცერთ ფიზიკურ პირსარცსტუდენტს, არც ფერმერს, არც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, როგორც ამას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, განზრახ, არასწორად ავრცელებენ!

კანონპროექტი ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ NGO სექტორსა და მედია საშუალებებზე და ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ დეკლარაციის წარდგენას, ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, – წერს  ქურასბედიანი.