ეკა სეფაშვილი: “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიმართ, ასეთი მიდგომით ოპოზიცია ეწინააღმდეგება ცხრა ნაბიჯიდან, ყველაზე მნიშვნელოვან – პირველ ნაბიჯს და ხელს უშლის საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას”

121

ვრცელდება ძალიან ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის ის, რომ თურმე გამჭვირვალობა არყოფილა ევროპული ღირებულება, თურმე ყველაფერი გამჭვირვალეა და დეკლარირებულია,“ – განაცხადა პარტიახალხის ძალისსაერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

თუმცა, ამასთან დაკავშირებით შემიძლია აღვნიშნო, რომ გამჭვირვალობა არის ისღირებულება, რომელსაც მთლიანად ევროკავშირი ემყარება და ასოცირებისხელშეკრულებას თუ გადავხედავთ, თითქმის ყველა მუხლში არის მოთხოვნილი ყველა ტიპისსაქმიანობის და ყველა უწყების გამჭვირვალობა.

აქედან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობისგამჭვირვალობა სწორედ ევროპული ინტეგრაციის ერთერთი აუცილებელი შემადგენელინაწილია.

საზოგადოებამ ამ ერთი წლის განმავლობაში აშკარად დაინახა გამჭვირვალობისაუცილებლობა.“

ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა უმრავლესობის მიერუცხოური გავლენისგამჭვირვალობის შესახებსოციალურ ქსელში გავრცელებული ქარდების დაბლოკვისფაქტზეც.

მისი თქმით, ქარდების დაბლოკვით ოპოზიცია ეწინააღმდეგება საქართველოსევროინტეგრაციას.

სოციალურ ქსელშიუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებკანონპროექტზეგავრცელებული ქარდების დაბლოკვა ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხზე ოპოზიციას არგუმენტიარ გააჩნია. ასევე, ნიშნავს იმას რომ ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ ფეისბუქის თუმსგავსი სოციალური მედიების სათავო ოფისებთან, რომლებსაც დეზინფორმაციას აწვდიან.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებკანონპროექტის მიმართ, ასეთი მიდგომაევროკომისიის მიერ გაცემული 9 პუნქტიდან, პირველი პუნქტისევროპული ფასეულობებისშესახებ დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლის ერთერთი ხელის შემშლელიფაქტორია, რითაც პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ცხრა ნაბიჯიდან, ყველაზე მნიშვნელოვანპირველ ნაბიჯს და შესაბამისად, ხელს უშლიან საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას,“ – აღნიშნა მან.