ზურაბ ქადაგიძე: “სამართლიანმა არჩევნებმა” პარალელური ხმის დათვლა გააყალბა და ახლა მისი თავმჯდომარე ღაღადებს, – გამჭვირვალობის კანონი დაკვირვებაში ხელს შეგვიშლისო. თუ ხელს შეგიშლით, დურბინდით მიაცქერდით და დაინახავთ, როგორ ჩაიქროლებს თქვენი უბადრუკი რეპუტაცია”

98

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის – ნინო დოლიძის განცხადებას ემხაურება.

“კაცმა მშობლები დახოცა და მოსამართლეს ეხვეწებოდა, – ობოლი ვარ შემიწყალეო”, –
ასე გრძელდება “იდიოტოკრატია ენჯეოშნიკურად”.

2020 წელს ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” პარალელური ხმის დათვლა გააყალბა, პოლიტიკური კრიზის შექმნის მცდელობა ჰქონდა, რაც რევოლუციურ წიაღსვლებში უნდა გადასულიყო და ახლა, მისი უთავმოყვარეო თავმჯდომარე ღაღადებს, – გამჭვირვალობის კანონი დაკვირვებაში ხელს შეგვიშლისო.
არ იდარდოთ, ქართველი საზოგადოებისთვის თქვენს სადამკვირვებლო მისიას ისეთივე ფასი აქვს, როგორიც რომან გოცირიძის ულვაშს – ქართული ეკონომიკისთვის.
თუ გამჭვირვალობის კანონი შეგიშლით ხელს დაკვირვებაში, დურბინდით მიაცქერდით და მკაფიოდ დაინახავთ, როგორ ჩაიქროლებს თქვენი უბადრუკი რეპუტაცია პოლიტიკური სანაგვისკენ!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ცნობისთვის, ნინო დოლიძემ განაცხადა: „თუ ასეთი კანონი იქნება მიღებული, რომელიც, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგაც იქნება მიმართული, გაგვიჭირდება, ვისაუბროთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე“.