მსახიობი რამაზ იოსელიანი აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორის ხარჯები გამჭვირვალე უნდა იყოს და საზოგადოებას სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რაში იხარჯება გრანტები.
“მე რომ ვიყავი სამხატვრო ხელმძღვანელი, მოდიოდნენ ყოველ კვირას და მეუბნებოდნენ: წარმოგვიდგინეთ საბუთები, სად რა დახარჯე. ვალდებული ვიყავი, 10 დღეში ჩამებარებინა მათთვის ჩემი ხარჯები და მათ რომ ჰკითხოთ, მოგცემენ ხარჯებს?! საიდან აქვთ ფული, ან რაში იხარჯება. ჩემთვის კანონია და მათთვის კანონი არ არის?!” – განაცხადა რამაზ იოსელიანმა.


