„დღეში ასი პეტიცია რომ გამოაცხოთ და ათასი შარშანდელი ფოტო გამოფინოთ – 12%-იანი შემართებით 60%-იან ძალას, ხალხის ძალას, ვერაფერს დააკლებთ,” – მიმართავს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციას და ურჩევს ვითარების ხელოვნურად დაძაბვისაგან თავი შეიკავონ.
ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ოპოზიციის მხრიდან ხდება ახალგაზრდების მობილიზება.
„განვმეორდები – ოქროს ხანის ბრაზილიის ნაკრებს ჰქონდა გენიალური მიმართვა მოწინააღმდეგისადმი: „თქვენ შეგიძლიათ გაგვიტანოთ, რამდენსაც შეძლებთ. ჩვენ კი, გაგიტანთ იმდენს, რამდენიც საჭიროა გამარჯვებისთვის”.
ვერც თსუ-დან „გულანთებული ბავშვების” გამოყვანით შეგვაშინებთ. ჩვენ გვახსოვს ამ „ბავშვებს” რა როლი მიუჩინეს აქციებში, USAID-ის მიერ ჩამოყვანილმა სერბმა პოლიტ-ტერორისტებმა.
ამ ეტაპზე, ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობა შარშანდელივით ტელევიზორთან და კლავიატურასთან დარჩენას აღარ აპირებს, ლუციფერი და მისმა ლეგიონი კვლავ წითელი ხაზების გადაკვეთას თუ დააპირებს,” – წერს ქართველიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.


