დავით ქართველიშვილი: „ქართველი ხალხი – მეთიუ მილერს: ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რამდენად დიდი უნდა იყოს ჩვენი მადლიერების დონე!“

101

„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის – მეთიუ მილერის მიერ გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ქართველიშვილი თავის პოსტში მეთიუ მილერისა და ქართველი ხალხის იმიტირებულ დიალოგს აქვეყნებს.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი: „NGO სექტორი მუშაობს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების გასაუმჯობესებლად”. საქართველოს მოსახლეობა: „უმადურობის დედაც, სერ! ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რამდენად დიდი უნდა იყოს ჩვენი მადლიერების დონე!” აშშ-ის სახდეპი: “არაა საჭირო, ისევ თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე! სრულ ინფორმაციამდე წვდომამ, უკიდეგანო გაოცების კუთხით, შესაძლოა, თქვენში შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს”, – წერს ქართველიშვილი.