გია აბაშიძე ლაზარე გრიგორიადისის შესახებ: “გაბედავს დე ფაქტო პრეზიდენტი ზურაბიშვილი მის შეწყალებას? თუ კი, კიდევ უფრო ღრმად გაითხრის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სამარეს, სადაც უკვე დაიმკვიდრა ადგილი. დამნაშავეთა ადგილი ციხეშია და არა სამარცხვინო ვითომ ჰეროიზაციის სიბრტყეში”

129

„გაბედავს დე ფაქტო პრეზიდენტი, მადამ არაადეკვატური სალომე ზურაბიშვილი მის შეწყალებას? თუ კი, კიდევ უფრო ღრმად გაითხრის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სამარეს, სადაც თავად უკვე დაიმკვიდრა ადგილი“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის შესახებ, რომელსაც სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

“ფსევდოგმირსა და ვითომ რუსებთან “მებრძოლს”, სინამდვილეში კი პოლიციელებზე თავდამსხმელ ლაზარე გრიგორიადისს – ცხრაწლიანი ციხე.

შარშან, რამდენიმე ნაცნობს სოციალურად დავემშვიდობე, ვინც ამ კრიმინალს “თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირად” მოიხსენიებდა.

დამნაშავეთა ადგილი ციხეშია და არა სამარცხვინო ვითომ ჰეროიზაციის სიბრტყეში!“ – წერს გია აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.