გია აბაშიძე: “რეპუტაციაშელახული სალომე ზურაბიშვილი თავს დაესხა ჩვენს სახელოვან ოფიცრებს და ამას აკეთებს აგენტოკრატიის მონობით”

172

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებით, სალომე ზურაბიშვილმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს“.

„ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი უზუსტესი შეფასება – რეპუტაციაშელახული სალომე ზურაბიშვილი თავს დაესხა ჩვენს სახელოვან ოფიცრებს! და ამას აკეთებს აგენტოკრატიის მონობით. მერამდენედ ვიტყვი – ალბათ, უღირს ამგვარი ტოტალურად უმსგავსო ქმედებები, რადგან სინდის-ნამუსი დიდი ხანია დაკარგა უსაქციელო ე.წ. პრეზიდენტმა.

ქართული საზოგადოება სამაგალითოდ მომთმენია, თორემ აქამდე სავარძლიანად გამოათრევდნენ ორბელიანების სასახლიდან ისე, რომ ვერანაირი დაცვა უშველიდა”,- წერს გია აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.