ედიშერ გვენეტაძე დევი ჭანკოტაძეზე: “კრემლისაგან მხარდაჭერილ ამფსონებთან ერთად, 1990-იან წლებში რუსების მიერ გადაცემული ზარბაზნები და ჭურვები დაუშინა ეროვნულ ხელისუფლებას, იგივე მზაკვრობისათვის ემზადებიან და ამას თავისივე პირით აღიარებენ”

129

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დევი ჭანკოტაძის განცხადებას აფასებს, რომლის თანახმად, “ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება.”

“ამ გენერალმა თავის კრემლისაგან მხარდაჭერილ ამფსონებთან ერთხელ 1990-იან წლებში რუსების მიერ გადაცემული ზარბაზნები და ჭურვები დაუშინა ეროვნულ ხელისუფლებას!

დაანგრია პარლამენტის შენობა! გადაწვა, გადაბუგა რუსთაველი, რის შემდეგ ქვეყანაში სრულმა სიბნელემ და უმეცრებამ დაისადგურა! დაიკარგა ტერიტორიები!

ახლაც იგივე მზაკვრობისათვის ემზადებიან – ნახეთ ყოველივე ამას თავისივე პირით აღიარებენ!” – წერს გვენეტაძე.