ნინო ფოჩხუა რადიკალების შესახებ: “მათ უკან დასახევი არ აქვთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს”

157

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ხელისუფლებამ კანონი არ მიიღოს.

“ნამდვილად ასე იქნება, – მათ უკან დასახევი არ აქვთ. წარმოიდგინეთ, უფულოდ რჩებიან, მერე როგორ იყიდიან მე-20 სახლს, 105 ფეხსაცმელს და ა.შ.?!

რა, არ გვაძლევენ იმის საშუალებას, ასე ვიფიქროთ? გაიხსენეთ გვარამია-სააკაშვილის ჩანაწერი ან სააკაშვილ-მომღერალი გოგონასი. მაგრამ არაფერი გამოუვათ. ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს”, – წერს ფოჩხუა “ფეისბუკის” გვერდზე.