ირაკლი ქარქაშაძე: “ავიაბაზარზე ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია შემოვიდა, უახლოეს მომავალში გვექნება საშუალება, მეტი სიახლე და პირდაპირი ფრენა შევთავაზოთ ჩვენს მგზავრებს”

93

საქართველოს ავიაბაზარზე ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია “Transavia” შემოვიდა, უახლოეს მომავალში გვექნება საშუალება, მეტი სიახლე და პირდაპირი ფრენა შევთავაზოთ ჩვენს მგზავრებს“, –  განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.

მოხარულები ვართ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზაფხულის სანავიგაციო სეზონს უფრო მეტი ფრენით ხვდება. კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პირველ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო. რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნა ძალიან დიდია. დღევანდელი რეისიც არის იმ ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგი, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 2 წლის მანძილზე აქტიურად აწარმოებდა.

უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება საშუალება, კიდევ უფრო მეტი სიახლე და პირდაპირი ფრენა შევთავაზოთ ჩვენს მგზავრებს“, – აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Transavia- ამსტერდამიდან პირველი ფრენა შეასრულა.

გვიან ღამით ნიდერლანდების დედაქალაქიდან თბილისში სავსე ხომალდი – 187 მგზავრით დაეშვა.

პირველ საინაუგურაციო რეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამსტწრდამიდან ავიაკომპანია “Transavia-აღმასრულებელი დირექტორი მარსელ დე ნუაიერი ჩამოჰყვა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მილენე არაკელიანი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, TAV Georgia-,  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე საგანგებოდ ჰოლანდიელი სტუმრებისთვის ანსამბლმაშავნაბადამმრავალჟამიერი შეასრულა. Transavia ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯურიავიაკომპანიაა, რომელიც ბაზარზე 1966 წლიდან ოპერირებს.

ავიაკომპანია Air France KLM ჯგუფის შვილობილი კომპანიაა და ამ ეტაპზე ფლოტში ბოინგისტიპის საჰაერო ხომალდები ჰყავს.

Transavia ამსტერდამითბილისიამსტერდამის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულფრენებს,’ კვირაში 2 სიხშირით Boeng 737-ით შეასრულებს.