„პოლიტიკაში არსებობს დანაშაული და ასევე, მიუტევებელი დანაშაული. დღევანდელი ოპოზიციის ქმედება სწორედ რომ მიუტევებელი დანაშაულია.
ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ფარად გამოიყენო მოტყუებული ახალგაზრდობა – ამაზე დიდი ღალატი არ არსებობს,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ აქციებს თეთრი დროშები მოუხდებოდა ლოზუნგით – „ჩვენ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს ვაბარებთ სხვას“.
“რამდენიმე დღეა ვუყურებთ რუსთაველზე აქციებს და გაოგნებული ვართ იმით, რომ თუკი წინათ ახალგაზრდობა საქართველოს თავისუფლებისათვის იბრძოდა, დღეს პირიქითაა, მათი ერთი ნაწილი ქვეყნის სუვერენული უფლებების აღიარებას აპროტესტებს.
დაიცვა შენი სახელმწიფო უცხოური ფულით უცხო ქვეყნების ჩარევისგან, სხვა არაფერია, თუარა შენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარება და განმტკიცება. ამ აქციებს თეთრიდროშები მოუხდებოდა ლოზუნგით – “ჩვენ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს ვაბარებთსხვას“.
გარდა იმ სამი ათასი ახალგაზრდისა, რომლებსაც შავი ფულით წლების მანძილზერევოლუციისთვის ატრენინგებდნენ, დანარჩენ ახალგაზრდობას არა აქვს გააზრებული, თურა ანტისახელმწიფოებრივ საქმეს აკეთებინებენ აქციებში მონაწილეობით.
მათი მოტყუება ძალიან ადვილია ანტირუსული ლოზუნგებით, მაგრამ სინამდვილეში ხომყველამ ვიცით, რას მალავენ ამ ლოზუნგის უკან? პოლიტიკაში არსებობს დანაშაული დაასევე, მიუტევებელი დანაშაული.
დღევანდელი ოპოზიციის ქმედება სწორედ რომ მიუტევებელი დანაშაულია. ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ფარად გამოიყენო მოტყუებული ახალგაზრდობა – ამაზე დიდი ღალატი არ არსებობს. საბედნიეროდ, ეს საზოგადოების მხოლოდ მცირენაწილია, თუმცა, ის მცირედიც ჩვენი შვილებია, რომლებიც დასაღუპად არ გვემეტებიან.
რასაც ამ დღეებში ვხედავთ, მძიმე სანახავია. უცხოეთმა ანტიქართული განათლებითგაანადგურა ჩვენი ახალგაზრდობის ის ნაწილი, ვინც დღეს რუსთაველზე თეთრ ბაირაღებსაფრიალებს სხვა ქვეყნისთვის საქართველოს ჩაბარების მიზნით,” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.


