ბათუმის „დინამო“, გორის „დილა“ და ქუთაისის „ტორპედო“ დღეს უეფას კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ

73

ბათუმის „დინამო“, გორის „დილა“ და ქუთაისის „ტორპედო“ დღეს უეფას კონფერენს ლიგაზე პირველი საკვალიფიციკაციო რაუნდის მატჩებს გამართავენ.

თბილისის დროით 21:00 საათზე „ტორპედო“ ბოსნიურ „სარაევოს“ უმასპინძლებს. 21:30 საათზე „დილა“ სლოვაკეთში, ადგილობრივ „დუნაისკა სტრედას“ დაუპირისპირდება. რაც შეეხება ბათუმის „დინამოს“, ზღვისპირელები თბილისის დროით 22:00 საათზე ალბანეთში ადგილობრივ „ტირანას“ შეხვდებიან.

განმეორებითი მატჩები 20 ივლისს გაიმართება.