ბათუმის „დინამო“, გორის „დილა“ და ქუთაისის „ტორპედო“ დღეს უეფას კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ

117

ბათუმის „დინამო“, გორის „დილა“ და ქუთაისის „ტორპედო“ დღეს უეფას კონფერენს ლიგაზე პირველი საკვალიფიციკაციო რაუნდის მატჩებს გამართავენ.

თბილისის დროით 21:00 საათზე „ტორპედო“ ბოსნიურ „სარაევოს“ უმასპინძლებს. 21:30 საათზე „დილა“ სლოვაკეთში, ადგილობრივ „დუნაისკა სტრედას“ დაუპირისპირდება. რაც შეეხება ბათუმის „დინამოს“, თამაში თბილისის დროით 22:00 საათზე ალბანეთში ადგილობრივ „ტირანასთან“ გაიმართება.

ცნობისთვის: განმეორებითი მატჩები 20 ივლისს გაიმართება.