ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აქციის დროს დაშავებულ 11 პირს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. მათგან ექვსი სამართალდამცველია. დაშავებულთა ნაწილი კლინიკებიდან უკვე გაეწერა

69

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დროს დაშავებულ 11 პირს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. მათ შორის ექვსი სამართალდამცველია.

უწყების ცნობით, დაშავებულების ნაწილი კლინიკებიდან უკვე გაეწერა.