“სამეგრელოს ქრონიკა”: “წალენჯიხის მერის მოადგილე აქციაზე სახელმწიფო მანქანით მიდის. პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებსა თუ დემონსტრაციებში სახელმწიფო რესურსის გამოყენება კანონდარღვევაა”

105

“წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია თბილისში, აქციაზე სახელმწიფო მანქანით მიდის. პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებსა თუ დემონსტარაციებში სახელმწიფო რესურსის გამოყენება კანონდარღვევაა”, – ინფორმაციას გაზეთი „სამეგრელოს ქრონიკა“ აქვეყნებს.

“დღეს წალენჯიხის მერმა და მისმა ორივე მოადგილემ მუნიციპალიტეტი მიატოვეს და თბილისში აქციას შეუერთდნენ. ამასთან დაკავშირებით მათ ბრიფინგი ზუგდიდში ჩაატარეს”, – აღნიშნულია „სამეგრელოს ქრონიკის“ ინფორმაციაში.