გურამ მაჭარაშვილი: “შტატებში წესრიგის დაცვა საჭირო ყოფილა და საქართველოში ცეცხლის წაკიდება, ქვების სროლა, ფიზიკური ძალადობა, გინება და შეურაცხყოფა, თურმე, ევროპული ღირებულებებია”

33

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმართ ძალადობის” დაგმობასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა.

„თვითონ შტატებს შეხედოს ბატონმა მილერმა – გუშინ და გუშინწინ ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტები როგორ დაარბია პოლიციამ. იქ ისინი, შეიძლება ძალადობდნენ, მაგრამ თეთრ სახლში ეს დარბევა გაამართლეს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.