დავით ქართველიშვილი: „ბრიუსელის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება ნიშნავს იმას, რომ კვერცხისმდებელი ქათამი დაკლა ჩიხირთმის გულისთვის“

16

„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი, ბრიუსელის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით განხორციელდეს პოზიციების დათბობა უნგრეთში პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილების შემდეგ.

„დღეს საქართველოს მომავალი იმაშია, რომ ყველას სჭირდება – აღმოსავლეთს, დასავლეთს, სამხრეთსა და ჩრდილოეთს. ჩვენ გარშემო რეგიონში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ დროებით თუ მუდმივად გვეძლევა უნიკალური მონოპოლისტის ფუნქცია, მოვამარაგოთ აღმოსავლეთიდან ევროპა და იგივე უნგრეთი ციფრული, ტექნიკური, ენერგეტიკული კუთხით. ასევე, საქართველო თავის წამყვან ადგილს მიიღებს მსოფლიოს მწვანე ენერგეტიკის მომარაგების საკითხში, რაც აქამდე არ გაჟღერებულა ევროპის მხრიდან. დღეს საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება ნიშნავს იმას, რომ კვერცხისმდებელი ქათამი დაკლა ჩიხირთმის გულისთვის.

ბრიუსელს ეს ყველაფერი ესმის, მაგრამ იმდენადაა თავისი რიტორიკის და ლოზუნგების მძევლობაში, რომ შესაძლოა, ყეფა გაგრძელდეს, მაგრამ კბენამდე საქმე არ მივიდეს, ისევე, როგორც ევროპარლამენტის სარეკომენდაციო ხასიათის 4-5 უსამართლო რეზოლუცია იყო, საიდანაც პრაქტიკულ ჭრილში ვერაფერი გადაიტანეს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს შეუჩერეს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა. ეს იყო სულ მთელი ამ წლების აგრესიული რიტორიკის შედეგი? ან რომელ საკვანძო საკითხში მიაღწიეს საწადელს და რომელი ბავშვზე თუ ხალხზე ორიენტირებული კანონი გაგვაუქმებინეს? ამიტომ, ყველაფერი იქნება კარგად და ურთიერთობების გართულების მოლოდინი ბრიუსელის მხრიდან არ მაქვს“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.