“ძალიან მნიშვნელოვანი კვლევაა და ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია”, – ასე აფასებს ირაკლი კირცხალია „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის მიხედვით, საქართველო, ხანგრძლივი დემოკრატიზაციით, ევროპისა და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12-წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
„ეს არ არის პირველი და ბოლო კვლევა „ატლანტიკური საბჭოსი“, ჩვენ გვახსოვს სხვა, მნიშვნელოვანი მიმართულებები, მათ შორის, დემოკრატიული მდგომარეობა, სასამართლოს ინსტიტუციის შეფასება, ადამიანის უფლებების შეფასება მათი მხრიდან და ახლა ეს, რასაც დღეს ვხედავთ. ამ ორგანიზაციის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგები მიუთითებს იმ პრაგმატულ პოლიტიკაზე, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება, ქვეყანა და გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, გუნდი, რომელსაც აქვს საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის: „ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსების საფუძველზე 2026 წლის ატლასი გამოაქვეყნა. თავისუფლების ინდექსით საქართველომ ზომიერი თავისუფლების, ხოლო კეთილდღეობის ინდექსით, ზომიერი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსი კვლავინდებურად გაიმყარა.


