„ბევრი ვერ გაბედავდა იმას, რაც მადიარმა საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა – რომ ქალი ქალია, კაცი კაცია და ბავშვს ჰყავს მშობლები: დედა და მამა. ამ თემას ბევრგან თითქმის საკრალური მნიშვნელობა აქვს შეძენილი და ერთგვარ ტესტადაც კი იქცა – „პროევროპელი ხარ თუ არა“. ამ ფონზე, უნგრეთი ხმამაღლა ამბობს თავის პოზიციას“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, პეტრე მამრაძემ უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„პირველივე კონფერენციაზე პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება თბილისში ჩამოსვლას, საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებას, და მზად არის, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარებას. ანუ ის ხაზი, რომელიც აქამდე არსებობდა, გრძელდება.
უნგრეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომლის პოლიტიკური წონა ევროკავშირში გაცილებით მეტია, ვიდრე მისი ეკონომიკური შესაძლებლობები. უნგრეთში დღემდე არ არსებობს ნეოლიბერალიზმის, ანუ ლიბერალური ფაშიზმის, მიმდევარი თუნდაც მცირე პარტიაც კი.
დღეს უნგრეთის პარლამენტში სამი პარტია შევიდა და სამივე მემარჯვენე-ცენტრისტულია: ვიქტორ ორბანის პარტია, მთელი თავისი ფინანსური რესურსებითა და სახელმწიფო აპარატზე გავლენით; ასევე კიდევ ერთი პარტია, რომელიც ტრადიციულად ორბანის მოკავშირეა; და საბოლოოდ, საკონსტიტუციო უმრავლესობაც კვლავ მემარჯვენე-ცენტრისტებს ეკუთვნით.
ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოებაში არ არსებობს ის მოთხოვნა, რაც ევროპაში შეინიშნება – ეს, ფაქტობრივად, თავად ხალხის განწყობასაც ასახავს.
ბევრი ვერ გაბედავდა იმას, რაც მადიარმა საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა – რომ ქალი ქალია, კაცი კაცია და ბავშვს ჰყავს მშობლები: დედა და მამა. ამ თემას ბევრგან თითქმის საკრალური მნიშვნელობა აქვს შეძენილი და ერთგვარ ტესტადაც კი იქცა – „პროევროპელი ხარ თუ არა“. ამ ფონზე, უნგრეთი ხმამაღლა ამბობს თავის პოზიციას“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.


