პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი სიტყვით გამოვიდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ინტერპელაციის წესით იყო მიწვეული.
დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა საზღვარგარეთ ქართულ დიასპორებსა და მათ საჭიროებებზე. სეფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ემიგრანტებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ციფრული სერვისები, რომლებიც დაეხმარება სამშობლოსთან კონტაქტის შენარჩუნებაში:
„ემიგრანტებს საშუალება უნდა მიეცეთ, დღევანდელ გლობალურ მსოფლიოში ციფრული სერვისებით შეუფერხებლად ისარგებლონ. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი თანამემამულეების ბავშვებისათვის უფრო აქტიურად შეთავაზება იმ სერვისებისა და გაკვეთილების, რომლებიც მათ დაეხმარება სამშობლოსთან კონტაქტის შენარჩუნებაში.
ძალიან მნიშვნელოვანია, სამინისტრომ გაააქტიუროს დიასპორასთან მუშაობა. განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში ხშირად ვისმენთ დიასპორის წარმომადგენლების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსულოს მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, ისეთი ოპერატიულობით არ ხორციელდება, როგორიც სასურველი იქნებოდა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ციფრული მომსახურების დანერგვა და ამ დანერგვის ხელშემწყობი ნაბიჯების გააქტიურება კარგი იქნებოდა როგორც დიასპორის წარმომდგენლებისთვის, ისე ემიგრანტებისთვის. ემიგრანტებს საშუალება უნდა მიეცეთ, დღევანდელ გლობალურ მსოფლიოში ციფრული სერვისებით შეუფერხებლად ისარგებლონ. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი თანამემამულეების ბავშვებისათვის უფრო აქტიურად შეთავაზება იმ სერვისებისა და გაკვეთილების, რომლებიც მათ დაეხმარება სამშობლოსთან კონტაქტის შენარჩუნებაში. ამ მიმართულებით არსებობს ჩვენი არაერთი მოქალაქის ძალიან კარგი ინიციატივა. პირადად მეც მქონდა ასეთი შეხვედრები პირებთან, რომლებსაც აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი, სასარგებლო და პრაქტიკული ინიციატივები ჩვენი ბავშვების ქართულ ენაზე სწავლების ხელშესაწყობად და, ვფიქრობ, სამინისტრომაც უნდა გადადგას ნაბიჯები ამ მიმართულების გასააქტიურებლად. დიდი მადლობა პრეზენტაციისთვის. ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას განვითარებას, კეთილდღეობასა და, რაც მთავარია, მშვიდობას“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.


